ტეთისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტეთისი''' – ''(ბერძნ.)'' ტიტანიდა. ურანოსისა და [[გ...)
 
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ტიტანიდები]]

მიმდინარე ცვლილება 14:52, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

ტეთისი(ბერძნ.) ტიტანიდა. ურანოსისა და გეას ასული. ოკეანოსის და და მეუღლე. სამი ათასი ოკეანიდისა და ყველა მდინარის დედა.

ბერძენთა რწმენით, ტეთისმა მიანიჭა სასიცოცხლო ძალა ყველას და ყველაფერს, რაც არსებობდა. ამიტომ მას „ყოველთა დედად“ მიიჩნევდნენ.

ტეთისმა და ოკეანოსმა შეიფარეს ჰერა, როდესაც მისი მომავალი მეუღლე, ზევსი, ტიტანებს ებრძოდა. ოლიმპოსზე დავანების შემდეგაც ღმერთების დიდი ქალბატონი ხშირად მოინახულებდა ხოლმე თავის აღმზრდელებს.

ოკეანოსი და ტეთისი ზღვის სტიქიას განასახიერებდნენ და მათ საერთო საკურთხევლებს უგებდნენ. მოგვიანებით ტეთისს ისისსთან აიგივებდნენ. ხშირად ტეთისის სახელს მცდარად წარმოთქვამდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეტისი აქილევსის დედას ერქვა.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები