სოფელ წიფორის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ხედი ჩრდილოეთიდან '''სოფელ წიფორის კოშკი''' - გან...) |
მიმდინარე ცვლილება 15:26, 15 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ წიფორის კოშკი - განვითარებული შუა საუკუნეები - წიფორის კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. იკითხება ორი სართული; აქედან პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით. მეორე სართულის სამხრეთ კედელში მოთავსებულია თაღოვანი ნიშები, რომლებშიც სათოფურებია გაჭრილი. დასავლეთი სათოფური ამოქოლილია. დასავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკის გარშემო მიწის დონე აწეულია.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა