გომბორის ქედი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gomboris qedi.png|thumb|250px|გომბორის ქედი]] | [[ფაილი:Gomboris qedi.png|thumb|250px|გომბორის ქედი]] | ||
| − | '''გომბორის ქედი''' − ქედი [[საქართველო|საქართველოში]], [[კახეთი|კახეთში]]. | + | '''გომბორის ქედი''' − ქედი აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[კახეთი|კახეთში]]. |
გომბორის ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით ვრცელდება სიღნაღის მიდამოებამდე, შემდეგ თანდათან დაბლდება და ბორცვიან სერად იქცევა. რომელიც გადადის ივრის ზეგანში. გომბორის ქედი ცივ-გომბორის ქედის სახელითაც იწოდება, რადგან ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა ცივი (1991 მ). ქედი წარმოადგენს, აგრეთვე, ივრისა და ალაზნის წყალგამყოფს. ეს ქედი ს. ჭერემის მიდამოებში 1200-1300 მ-მდე, ხოლო ჩალაუბნის უღელტეხილთან 750 მ-მდე დაბლდება. | გომბორის ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით ვრცელდება სიღნაღის მიდამოებამდე, შემდეგ თანდათან დაბლდება და ბორცვიან სერად იქცევა. რომელიც გადადის ივრის ზეგანში. გომბორის ქედი ცივ-გომბორის ქედის სახელითაც იწოდება, რადგან ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა ცივი (1991 მ). ქედი წარმოადგენს, აგრეთვე, ივრისა და ალაზნის წყალგამყოფს. ეს ქედი ს. ჭერემის მიდამოებში 1200-1300 მ-მდე, ხოლო ჩალაუბნის უღელტეხილთან 750 მ-მდე დაბლდება. | ||
12:06, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია
გომბორის ქედი − ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში.
გომბორის ქედი სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით ვრცელდება სიღნაღის მიდამოებამდე, შემდეგ თანდათან დაბლდება და ბორცვიან სერად იქცევა. რომელიც გადადის ივრის ზეგანში. გომბორის ქედი ცივ-გომბორის ქედის სახელითაც იწოდება, რადგან ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა ცივი (1991 მ). ქედი წარმოადგენს, აგრეთვე, ივრისა და ალაზნის წყალგამყოფს. ეს ქედი ს. ჭერემის მიდამოებში 1200-1300 მ-მდე, ხოლო ჩალაუბნის უღელტეხილთან 750 მ-მდე დაბლდება.
ქედის სამხრეთ-დასავლეთი მხარე ინტენსიურად ირეცხება ატმოსფერული წყლებით და წარმოიქმნება ბედლენდური რელიეფი, რაც ღვარცოფული აქტივობის კერებს ქმნიან. გარდა ამისა, დამახასიათებელია მეწყრები, რაც, აგრეთვე, ღვარცოფების წარმოქმნას უწყობენნ ხელს. გავრცელებულია ტალახიანი ვულკანები. მდ. კისისხევის, თურდოს, ვანისხევის და სხვა ხეობებში ცნობილია შუა საუკუნეების ხელოვნური გამოქვაბულები, რომლებიც ფლატეებში რამდენიმე სართულად არის განლაგებული.