სოფელ შამბიეთის ზურგიანი კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ხედი ჩრდილოეთიდან '''სოფელ შამბიეთის ზურგი...) |
მიმდინარე ცვლილება 14:34, 22 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ შამბიეთის ზურგიანი კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - სოფლის მიდამოებში მდებარე რვასართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. კოშკი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, ჩრდილოეთით მომრგვალებული ზურგით. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია; დატანებულია საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილია სათოფურები. მერვე სართულზე სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა