სოფელ ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან '''სოფელ ჩაფარუხი...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:19, 22 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - კოშკი სოფლის მიდამოებში დგას. ნაგებია რუხი ფერის, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით მართკუთხა კოშკს ჩრდილოეთიდან ზურგი აქვს. კოშკი შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი; კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულებზე გაჭრილია სათოფურები. მეხუთე სართულის – სამხრეთ კედელში შესასვლელის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მეექვსე სართულის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.






[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები