კავკასიური ქაშაპი
(→წყარო) |
(→გავრცელება.) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==== გავრცელება. ==== | ==== გავრცელება. ==== | ||
| − | გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში. (დასავლეთი და აღმოსავლეთი), ეფრატის დასაწყისში, ყუბანის, | + | გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში. (დასავლეთი და აღმოსავლეთი), ეფრატის დასაწყისში, ყუბანის, თერგის და ყუმის აუზებში, დაღისტნისა და დასავლეთ საქართველოს ყველა მდინარეში. |
===== ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა. ===== | ===== ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა. ===== | ||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
===== განვითარება ===== | ===== განვითარება ===== | ||
ქვირითი ფსკერულია, მწებავი, ნარინჯისფერი, 1,5 მილიმეტრი დიამეტრით. ზომით–- 50-80 სანტიმეტრს, ხოლო წონით 4-კ8 კილოგრამს აღწევს. სქესობრივად მეორე, მესამე წელს მწიფდება. გამოყენება. უმთავრესად ნედლად ხმარობენ. ზამთარში გაყინული ან დამარილებული სახით გამოაქვთ. | ქვირითი ფსკერულია, მწებავი, ნარინჯისფერი, 1,5 მილიმეტრი დიამეტრით. ზომით–- 50-80 სანტიმეტრს, ხოლო წონით 4-კ8 კილოგრამს აღწევს. სქესობრივად მეორე, მესამე წელს მწიფდება. გამოყენება. უმთავრესად ნედლად ხმარობენ. ზამთარში გაყინული ან დამარილებული სახით გამოაქვთ. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
19:22, 18 იანვარი 2026-ის ვერსია
კავკასიური ქაშაპი – Leuciscus cephalus orientalis, Nordmann, 1840
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა: ქაშაპი
თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. ხახის კბილები 2.5-5.2, უფრო დანაოჭებულია, ვიდრე ტიპური ფორმისა. თავის სიგრძე სხეულის სიმაღლეს აღემატება, ზოგჯერ (იშვიათად) მისის ტოლია, აფხაზეთის ქაშაპს – ხშირად სხეულის სიმაღლეზე ნაკლები აქვს (გ. ბარაჩის მონაცემებით, აფხაზეთის ქაშაპის სხეულის უდიდესი, სიმაღლე სხეულის სიგრძის 23,0 -- 479%-ს, საშუალოდ, 25, 1, ჩვეულებრივ, 23 --26%-ს შეადგენს). სხეული ჩვეულებრივ, უფრო წაგრძელებულია და შეფერილობაც უფრო მუქი აქვს, ვიდრე ტიპიურ ევროპულ ქაშაპს. ზურგი მუქია, ლაყუჩის სახურავის უკან, მკერდის ფარფლების ფუძის ზემოთ, ჩვეულებრიე, მკაფიოდ გამოხატული მუქი ლაქა აქვს. თითოეული ქერცლის უკანა კიდეზე შავი პიგმენტური წინწკლებისაგან წარმოქმნილი პატარა მუქი ზოლი გასდევს. ზურგის პროფილი, კეფის უკან, რკალისებურია. სიგრძით 450 მილიმეტრამდე აღწევს. მეცნიერი ნორდმანი აფხაზეთის ქაშაპის სიგრძედ 800 მ-ს თვლის.
სარჩევი |
გავრცელება.
გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში. (დასავლეთი და აღმოსავლეთი), ეფრატის დასაწყისში, ყუბანის, თერგის და ყუმის აუზებში, დაღისტნისა და დასავლეთ საქართველოს ყველა მდინარეში.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა.
მტკნარი წყლის თევზია, რომელიც მომლაშო წყლებშიც გვხვდება. ტოფობა მარტის დასასრულსა და აპრილის შუამდე გრძელდება. ჩვენში კავკასიის ქაშაპი ქვირითს ივნისის ბოლომდე ყრის, 36 –42 სანტიმეტრის სიგრძის დედლის ნაყოფიერება 109-194 -ათასი კვერცხია.
განვითარება
ქვირითი ფსკერულია, მწებავი, ნარინჯისფერი, 1,5 მილიმეტრი დიამეტრით. ზომით–- 50-80 სანტიმეტრს, ხოლო წონით 4-კ8 კილოგრამს აღწევს. სქესობრივად მეორე, მესამე წელს მწიფდება. გამოყენება. უმთავრესად ნედლად ხმარობენ. ზამთარში გაყინული ან დამარილებული სახით გამოაქვთ.