კასპიის ვიმბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კასპიის ვიმბა''' – Vimba Vimba persa (Pallas) 1811 '''ტიპი:''' ქორდიანები
'''კლასი:''...)

ხაზი 5: ხაზი 5:

'''რიგი:''' კობრისნაირნი

'''რიგი:''' კობრისნაირნი

'''ოჯახი:''' [[კობრისებრნი]]

'''ოჯახი:''' [[კობრისებრნი]]

'''გვარი:'''[[ვიმბების გვარი|ვიმბა]]

'''გვარი:''' [[ვიმბების გვარი|ვიმბა]]

'''სახეობა:'''კასპიის ვიმბა

'''სახეობა:'''კასპიის ვიმბა

მიმდინარე ცვლილება 21:16, 29 იანვარი 2026 მდგომარეობით

კასპიის ვიმბა – Vimba Vimba persa (Pallas) 1811

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ვიმბა
სახეობა:კასპიის ვიმბა

თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ტიპური ფორმიდან განსხვავდება ანალურ ფარფლში სხივების ნაკლები რაოდენობით, უფრო მსხვილი ქერცლით. ტოფობის დროს სხეული და თავი ზემოთ და გვერდებზე მუქი, თითქმის შავია, ზურგისა და კუდის ფარფლების დაბოლოება წითელია. სქესობრივად მომწიფებულ მამალს (ზოგჯერ დედალსაც) თავი ბორცვაკებით აქვს დაფარული. სიგრძით 190-300 მილიმეტრამდე აღწევს.

გავრცელებულია კასპიის ზღვაში, საიდანაც ყველა მდინარეში შედის, მაგრამ მაღლა არ იჭრება. მოიპოვება თერგში. შესაძლებელია მტკვრითა და თერგით ეს ფორმა საქართველოს ფარგლებშიც იჭრებოდეს, ამიტომ შეგვაქვს სარკვევ ტაბულაში.

ტ. ი. გლებოგის გამორკვევის მიხედვით კასპიის ვიმბა თერგში გაზაფხულზე (შუა აპრილიდან შუა ივნისამდე) შედის, ტოფობს აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, რომელიც გაცხარებული ხასიათისაა მაისში – დაბლობ ტბებში. სქესობრივად ის სამი წლის ასაკში მწიფდება. ქვირითს ნაწილ-ნაწილად ყრის. ლერწმის ფოთლებზე, რომლებიც წყალშია ჩაძირული. ლიფსიტები გამოჩეკვის ერთი თვის შემდეგ ზღვაში ეშვებიან. ზომით 16-19 სანტნიმეტრია, საშუალო წონა 117 გრამი, მამლების 135, დედლების 104 გრამი. კასპიის სანხრეთ სანაპიროებში ტოფობა მაისში ხდება.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები