აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ირაკლი აბაშიძ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ირაკლი აბაშიძე ბესარიონის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[აბაშიძე ირაკლ...) |
12:14, 20 თებერვალი 2026-ის ვერსია
აბაშიძე, ირაკლი ბესარიონის ძე (დ. 23 სექტემბერი, 1909 – გ. 14 იანვარი, 1992) – პოეტი, ბელეტრისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ორდენოსანი. დაიბადა ქ. ხონში მოსამსახურის ოჯახში. ყოფილი აზნაური. პირველდაწყებითი და საშუალო სწავლა-აღზრდა ადგილობრივ სასწავლებელში მიიღო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1929). 1926 წლიდან – კომკავშირელი, 1939 წლიდან საკ. კ. პ. (ბ) წევრი იყო. 1939 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის პ/მ მდივნად და თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს (იმავე წელს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად), მეორედ – 1948 წლის 11 იანვარს.
სკოლასა და უნივერსიტეტში ხელნაწერი ჟურნალების გამოცემაში მონაწილეობდა. ლექსების ბეჭდვა 1926 წელს დაიწყო, იმავე წლიდან რედაქციებში მუშაობდა პ/მ თანამდებობაზე. 1934 წელს მისი პ/მ რედაქტორობით გამოდიოდა საბავშვო ჟურნალი „ოქტომბრელი“; 1938 წლიდან რედაქტორობდა ჟურნ. „ჩვენ თაობას“; 1941–1942 წწ. თანარედაქტორი იყო კვირეული კედლის გაზ. „ლახვარისა“; 1946 წლის სექტემბერში ჟურნ. „მნათობის“ პ/მ რედაქტორად აირჩიეს.
ლექსებში უმღერდა სოციალისტურ მშენებლობას, გმირობას, სამშობლოსათვის თავდადებულ ბრძოლას: „ნუ გაექცევი დაბრკოლებას, მიჰყევ, უდავე. სამხელ მოვიდეს, – მდევკაცურად დაჰკარ სამხელვე”; სამშობლოს დასაცავად ცნებად გვიდებს: „და ვუბარებ ყოველ ქართველს, მისი წმიდა ვალი არი, მოჰკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას დერბენტი და დარიალი“. მისი ზოგიერთი ლექსი სასიმღეროდ გადაკეთდა და ხალხში იმღერება, მაგ. „კაპიტანი ბუხაიძე“ და სხვ.
ცალკე გამოცემულია:
1. რამდენიმე ლექსი. – ტფ.: სახელგამი, 1931. – 25 გვ.;
2. რამდენიმე ლექსი. – ტფ.: სახელგამი, 1932. – 34, [1] გვ.;
3. აი რა მოგითხროთ: საბავშვო მოთხრობების კრებული. – თბ.: სახელგამი, 1933. – 82 გვ.;
4. ლექსები. – თბ.: ფედერაციას გამომცემლობა და სტ., 1937 – 61 გვ.;
5. ლექსები. – თბ., 1941 – 146 გვ.;
6. ლექსები. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1945. – 38 [2] გვ.;
7. ლექსები. – თბ.: სახელგამი, 1947. – 99 გვ.;
8. ბალადა სავარძელზე: მოზრდილთათვის - [თბ.]: საბლიტგამი, 1948. – 28 გვ.;
9. რუსი პოეტები ბავშვებს / გადმოქართულებული ი. აბაშიძის მიერ. – თბ. : საბლიტგამი, 1948. – 38 გვ.;
10. რას გადაურჩა თბილისი: [პოემა]. – თბ.: საბლიტგამი, 1950. – 52 გვ.;
11. შევისწავლოთ ყოველი ფრინველი და ცხოველი – თბ.: საბლიტგამი, 1950. – 104 გვ.;
12. ერთი სიმღერა: [ლექსები]. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1951. – 72 გვ.;
13. ი. სტალინის სახე უცხოეთის მოწინავე პოეზიაში: ქ. გორში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა. – თბ., 1951. – 16 გვ.;
14. რჩეული. – თბ.: სახელგამი, 1951. – 315 გვ.
მის შესახებ:
1. ასათიანი, ლ. // სალიტერატურო გაზეთი. – 1932. – № 8;
2. ნატროშვილი, გ. // მნათობი. – 1932. – № 5-6. – გვ. 317;
3. აბაშიძე, ირ. ლექსები // კომუნისტი. – 1937. – №265;
4. ასტვაცატუროვი, ე. ირ აბაშიძე [ლექსები] // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 5;
5. სულავა, ა. ირაკლი აბაშიძის პოეზია // ლიტერატურული საქართველო. – 1939. – № 24;
6. კლდიაშვილი, ს. ბალადა სავარძელზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 49;
7. შამათავა, დ. ახალგაზრდობის საყვარელი პოეტი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1948. – № 42;
8. ჯიბუტი, ვლ. ირაკლი აბაშიძის პოეზია // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 6;
9. არველიძე, ს. საბავშვო პოემა თბილისზე // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1951. – № 80;
10. ვარდოსანიძე, გივი. პოემა თბილისის წარსულზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 22;
11. კალანდაძე, ლ. ერთი სიმღერა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 27;
12. ნატროშვილი, გ. ირაკლი აბაშიძის პოეზია // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 48;
13. უბილავა, ელ. ბიბლიოგრაფია // სახალხო განათლება. – 1951. – № 37;
14. Убилава, Э. Читатели о книгах Ир. Абашидзе // Заря Востока. – 1951. – № 235;
15. კალანდაძე, ლ. ირაკლი აბაშიძის პოეზია // კომუნისტი. – 1952. – № 22.
წყარო:
1. რეცენზიების ბიბლიოგრაფია: ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები 1931–1938. – თბ., 1941. – 58 გვ.;
2. არსენიშვილი, ალიო // სალიტერატურო გაზეთი. – 1934. – № 9;
3. Алладин. Дети ставят отметки // Заря Востока, вечерний вып. – 1934. – № 70;
4. ჟღენტი, ბ. // მუშა. – 1936. – № 71; ზარია ვოსტოკა. – 1949. – № 159;
5. Советская Грузия за 17 лет. – Заря Востока, 1938. – С. 106;
6. კომუნისტი. – 1939. – № 225;
7. ლიტერატურული საქართველო. – 1939. – № 34;
8. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 98, 142, 200, 249;
9. კომუნისტი. – 1947. – № 244;
10. ქართველი საბჭოთა მწერლები... // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 47;
11. ირ. აბაშიძის შემოქმედებითი საღამო // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 27;
12. შამათავა, დ. კომკავშირი და ქართველი მწერობა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 43;
13. ჩიქოვანი, ს. მოხსენება... // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 20;
14. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 31, 41;
15. მნათობი. – 1949. – № 9. – გვ. 182;
16. ჩარკვიანი, კ. მოხსენება 1949 წ. 25 იანვარს საქ. კ. პ. (ბ. ც. კ. ანგარიში ხელოვნება და ლიტერატურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 4-5. – გვ. 7; სახალხო განათლება. – 1949. – № 5-6. – გვ. 7; კომუნისტი. – 1949. – № 19. – გვ. 3; ახალგაზრდა კომუნისტი. – 1949. – № 15; ზარია ვოსტოკა. – 1949. – № 19. – გვ. 3;
17. Бажан, Микола. Две книги грузинской поэзии // Правда. – 1950. – № 35;
18. ერთი სიმღერა // სახალხო განათლება. – 1951. – № 43;
19. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 40;
20. პრავდა. – 1951. – 2 თებერვალი; კომუნისტი. – 1951. – № 28;
21. პრეზიდიუმის სხდომაზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 40;
22. შადური, რ. ქართული სოციალისტური კულტურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 9;
23. Донжашвили, Тина. Мужественный Образ // Лит. газета. – 1951. – № 144;
24. Жгенти, Б. За высокую идейность и художественное мастерство // Заря Востока. – 1951. – № 190.