რუსული ზუთხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
 
'''სახეობა:''' რუსული ზუთხი
 
'''სახეობა:''' რუსული ზუთხი
  
[[რიონი|რიონში]] ამ თევზს ზუთხს უწოდებენ. ზურგის ბალთისებური ქერცლების რაოდენობა აქვს 5-19; გვერდით – 50; მუცლისა – 6-14; ლაყუჩის ჩხირები – 15-31; დინგი მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. თავის ზედა ფარუკებზე რადიალურად განლაგებული მარცვლებია, რომლებიც ერთიმეორისაგან უმნიშვნელო (მცირე) მანძილით არიან დაშორებული, სხეული ბალთისებური ქერცლების მწკრივებს შორის დაფარულია ვარსკვლავისნაირი ფირფიტებით. ქვედა ტუჩი გაწყვეტილია (არამთლიანია). მარჯვენასა და მარცხენა ლაპოტების შუალედებს შორის მანძილი მცირეა. ულვაშები უფოჩოა და პირამდის არ სწვდება; თუ ულვაშებს წინ გადავხრით. მაშინ ის დინგის წვერომდე აღწევს. ლაყუჩების ჩხირები არაა მარაოსებური ფორმისა, მარტივია. მათი რაოდენობა პირველ რკალზე 20-24-ია, გამონაკლისის სახით – 28. რუსული ზუთხი სიგრძით 2,1/3.მ-ს აღწევს; მისი საშუალო წონაა 12-24 კგ. თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი იშვიათად 80–100 კგ-ს აღწევს. გვხვდება ისეთი ფორმებიც, რომლებსაც მეტად მახვილი ქიცვის მსგავსი, ბალთისებური ქერცლები აქვთ.
+
თევზის სახეობა ზუთხისებრთა ოჯახისა. [[რიონი|რიონში]] ამ თევზს ზუთხს უწოდებენ. ზურგის ბალთისებური ქერცლების რაოდენობა აქვს 5-19; გვერდით – 50; მუცლისა – 6-14; ლაყუჩის ჩხირები – 15-31; დინგი მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. თავის ზედა ფარუკებზე რადიალურად განლაგებული მარცვლებია, რომლებიც ერთიმეორისაგან უმნიშვნელო (მცირე) მანძილით არიან დაშორებული, სხეული ბალთისებური ქერცლების მწკრივებს შორის დაფარულია ვარსკვლავისნაირი ფირფიტებით. ქვედა ტუჩი გაწყვეტილია (არამთლიანია). მარჯვენასა და მარცხენა ლაპოტების შუალედებს შორის მანძილი მცირეა. ულვაშები უფოჩოა და პირამდის არ სწვდება; თუ ულვაშებს წინ გადავხრით. მაშინ ის დინგის წვერომდე აღწევს. ლაყუჩების ჩხირები არაა მარაოსებური ფორმისა, მარტივია. მათი რაოდენობა პირველ რკალზე 20-24-ია, გამონაკლისის სახით – 28. რუსული ზუთხი სიგრძით 2,1/3.მ-ს აღწევს; მისი საშუალო წონაა 12-24 კგ. თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი იშვიათად 80–100 კგ-ს აღწევს. გვხვდება ისეთი ფორმებიც, რომლებსაც მეტად მახვილი ქიცვის მსგავსი, ბალთისებური ქერცლები აქვთ.
  
 
===== ბიოლოგია =====
 
===== ბიოლოგია =====

23:26, 20 თებერვალი 2026-ის ვერსია

რუსული ზუთხი

რუსული ზუთხი – Acipenser gueldenstaedtii Brandt

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: რუსული ზუთხი

თევზის სახეობა ზუთხისებრთა ოჯახისა. რიონში ამ თევზს ზუთხს უწოდებენ. ზურგის ბალთისებური ქერცლების რაოდენობა აქვს 5-19; გვერდით – 50; მუცლისა – 6-14; ლაყუჩის ჩხირები – 15-31; დინგი მოკლე და მომრგვალებული ფორმისაა. თავის ზედა ფარუკებზე რადიალურად განლაგებული მარცვლებია, რომლებიც ერთიმეორისაგან უმნიშვნელო (მცირე) მანძილით არიან დაშორებული, სხეული ბალთისებური ქერცლების მწკრივებს შორის დაფარულია ვარსკვლავისნაირი ფირფიტებით. ქვედა ტუჩი გაწყვეტილია (არამთლიანია). მარჯვენასა და მარცხენა ლაპოტების შუალედებს შორის მანძილი მცირეა. ულვაშები უფოჩოა და პირამდის არ სწვდება; თუ ულვაშებს წინ გადავხრით. მაშინ ის დინგის წვერომდე აღწევს. ლაყუჩების ჩხირები არაა მარაოსებური ფორმისა, მარტივია. მათი რაოდენობა პირველ რკალზე 20-24-ია, გამონაკლისის სახით – 28. რუსული ზუთხი სიგრძით 2,1/3.მ-ს აღწევს; მისი საშუალო წონაა 12-24 კგ. თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი იშვიათად 80–100 კგ-ს აღწევს. გვხვდება ისეთი ფორმებიც, რომლებსაც მეტად მახვილი ქიცვის მსგავსი, ბალთისებური ქერცლები აქვთ.

ბიოლოგია

რუსული ზუთხი გამსვლელი თევზია, რომელიც მიგრაციას გუნდურად ან კიდევ ცალკეული ინდივიდების სახით ახდენს. შავი ზღვის მდინარეებიდან ტოფობისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ მდინარეს რიონი წარმოადგენს, რომელშიც რუსული ზუთხი მაისში, ივნისსა და აგვისტომი, იშვიათად სექტემბრის პირველ რიცხვებშიც, ტოფობს. რიონში ზუთხი ყვირილამდე ადის; მისი ტოფობის ადგილი რიონში ქ. სამტრედიიდან მდინარე სულორის შესართავამდე გრძელდება. იგი მიდის შესართავიდან 100-20 კილომეტრზე; მდ. ენგურში ზუთხი სოფ. ჯვარამდე ადის. ქვირითს ყრის მდინარის ჩქარ მიდამოში (1,5–3 მ), ფსკერზე 4-დან 10 მ სიღრმეზე 8-23° ტემპერატურის პირობებში, უმთავრესად კი – 17-22,5° პირობებში. რუსულ ზუთხს იჭერენ მცურავი და ჩასადგმელი ბადეებით, მისატყუებელი ჩანგლებითა და დიდბადეებით. რუსული ზუთხის ნაყოფიერება მერყეობს 72-837 ათას. ქვირითამდე, საშუალო 208--260 ათასია. ქვირითი მწებავია; ზუთხი მას საგნებზე ყრის, მისი დიამეტრია 3-3,5 მმ, განაყოფიერებული ქვირითის საინკუბაციო პერიოდი მერყეობს 53-286 საათს შორის, რაც დამოკიდებულია ტემპერატურაზე. გამოჩეკილი ლარვა 11-12,5 მმ-ს აღწევს. ქვითრით კვება 1-10 დღე გრძელდება. შავი ზღვის სანაპიროებზე რუსული ზუთხის ლიფსიტები კიბოსნაირებით იკვებებიან, ხოლო უფრო მოზრდილი ფორმები − მოლუსკებით, კილკებითა და კიბორჩხალებით. ზუთხი 46 წელზე მეტს ცოცხლობს. მამლები სქესობრივად მწიფდებიან 8-დან-14 წლის, ხოლო დედლები-10-დან 20 წლის ასაკში.

ქვირითობის შემდეგ რუსული ზუთხი დაუყოვნებლივ ისევ ზღვაში ეშვება და მომავალ ქვირითობამდე დანავარდობს. ზღვის სანაპირო ზოლში ზუთხი ცხოვრობს 170 მეტრის სიღრმემდე. უმთაგრესად კი – დაახლოებით 90 მ სიღრმეზე.

რუსული ზუთხის სარეწაო მნიშვნელობა მეტად დიდია. ამიტომ მათ ხელოვნურად ამრავლებენ და ახლად გამოჩეკილებს დიდი რაოდენობით მდინარეებში უშვებენ.

ზუთხის ხორცი მეტად გემრიელია, უძვლოა და ვინაიდან დიდი რაოდენობის ცხიმს შეიცავს, ძვირად ფასობს. მას ნედლად, შებოლვილი სახით და კონსერვების დასანზადებლად იყენებენ. ხიზილალაც გემრიელი აქვს და დიდი რაოდენობით მზადდება. საცურავი ბუშტისაგან კარგი ხარისხის თევზის წებოს ანზადებენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები