ანუშავან სოსანვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანუშავან სოსანვერ-ი''' ''(სომხ. Անուշավան Սոսանվեր)'' – არა გეხეციკი...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
* Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;  
 
* Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;  
* Арутюнян С. Б. Анушаван сосанвер // Мифологический словарь. Главный редактор Е.
+
* Арутюнян С. Б. Анушаван сосанвер // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.
М. Мелетинский. М., 1991.
+
  
  

13:57, 5 ივლისი 2017-ის ვერსია

ანუშავან სოსანვერ-ი (სომხ. Անուշավան Սոսանվեր)არა გეხეციკის შვილიშვილი, სიბრძნით დაჯილდოებული ჭაბუკი, ჭადრის ან არმავირთან ახლომდებარე ჭადრთა წმინდა კორომის განსახიერება სომხურ მითოლოგიაში; მას, როგორც წმინდა ჭადრის სულს, მომავლის საწინასწარმეტყველოდ მიმართავდნენ (კორომში ხის ფოთლების შრიალით მკითხაობდნენ).

სახელის პირველი ნაწილი ირანულ ანუშირვანს („უკვდავი სული“) უკავშირდება, მეორე კი – ორსეგმენტიანი სომხური სიტყვაა: սոսի – „ჭადარი“, նվեր – „ნიჭი“, „კურთხევა“. სახელის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ ანუშავან სოსანვერი მცენარეულობის აღორძინების ციკლურობასთან იყო ასოცირებული.


ლიტერატურა

  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • Арутюнян С. Б. Анушаван сосанвер // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები