ჰაბეას კორპუს აქტი (1679)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰაბეას კორპუს აქტი''' — (ინგლ. Habeas Corpus Act), ინგლისის პარლამენტის მ...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:ინგლისის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ინგლისის ისტორია]]
 
[[კატეგორია:სამართლის ისტორია]]
 
[[კატეგორია:სამართლის ისტორია]]
 +
[[კატეგორია:ადამიანის უფლებათა ისტორია ინგლისში]]

16:30, 30 მარტი 2026-ის ვერსია

ჰაბეას კორპუს აქტი — (ინგლ. Habeas Corpus Act), ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც ადამიანს თვითნებური დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან იცავდა.


1679 წელს ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული აქტი განსაზღვრავდა დაპატიმრებულთა სასამართლოში წარდგენის წესებს. კანონი იყო ინგლისის პარლამენტსა და მეფე ჩარლს II (1649-1685 წლ.) შორის არსებული კონფლიქტის რეფლექსია. მეფე აბსოლუტური მმართველობისკენ იხრებოდა, ხოლო პარლამენტი მის დაბალანსებას ცდილობდა. რადგან მე-17 საუკუნის ინგლისში მოსამართლე ყველა ადგილზე ხელმისაწვდომი არ იყო. აქტი დეტალურად ადგენდა, დღეებს, დროსა და მანძილს თუ რა ვადებში უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული პირი სასამართლოს წინაშე წარდგენილი.

ეს დოკუმენტი თავისუფლების აღკვეთის დროს ადამიანის საპროცესო უფლებებს უზრუნველყოფდა და ადგენდა იმას, რომ პირი დაკავებისთანავე მოსამართლისათვის უნდა წარედგინათ. მისი მე-5 მუხლით, ასევე დადგინდა ნორმა-პრინციპი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იყო ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით დაკავება ან დაპატიმრება. აღნიშნული დანაწესი თანამედროვე მსოფლიოშიც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, პიროვნების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიის სახით.


წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები