ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია''' - 1950 წლის 4 ნოემბერ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია'''    - 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას სძენს [[ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია|ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით]] გათვალისწინებულ უფლებებს. იგი ადგენს აბსოლუტურ უფლებებს, რომელთა შეზღუდვის უფლებაც [[სახელმწიფო]]ებს არ აქვთ. ეს უფლებებია, მაგალითად, სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა. კონვენცია ასევე ითვალისწინებს გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა შეზღუდვაც დაშვებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგალითად, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
+
'''ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია'''    - 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას სძენს [[ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია|ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით]] გათვალისწინებულ უფლებებს.
  
დამატებითი ოქმების მიღებით, თავდაპირველ ტექსტს დაემატა მრავალი უფლება, კერძოდ, სიკვდილით დასჯის აკრძალვა, საკუთრების დაცვა, თავისუფალი არჩევნების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.
+
იგი ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული. ევროპული კონვენციის ავტორებმა მისი მიღებით განიზრახეს ისეთი საერთაშორისო მექანიზმის დაარსება, რომელიც არ დაუშვებდა დაუსჯელობას ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის, ტირანიასა და ტოტალიტარულ მმართველობას [[ევროპა]]ში.
  
 +
მისი ხელმოსაწერად გახსნა მოხდა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. ამჟამად კონვენციის მონაწილეა 46 სახელმწიფო, რომელთათვისაც იგი წარმოშობს იურიდიულ ვალდებულებებს.
  
==წყარო==
+
ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები ადამიანის უფლებათა დაცვის უმთავრესი დოკუმენტებია ევროპაში. კონვენცია პირველი დოკუმენტია, რომელმაც პირის ინდივიდუალური საჩივრების საშუალებით უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით ჩამოაყალიბა ცალკეულ პირთა დაცვის მექანიზმი სახელმწიფოს გარეთ, საერთაშორისო დონეზე. კონვენციის უდიდეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს მოღვაწეობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენცია „ევროპული საჯარო წესრიგის საკონსტიტუციო დოკუმენტად“ დაახასიათა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია: ცოცხალი აქტი]]
+
  
 +
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად მიღებულია კონვენციის დამატებითი ოქმები. ამჟამად მიღებულია 13 ოქმი, რომლებიც ადგენენ როგორც მატერიალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ისე განამტკიცებენ ევროპული სასამართლოს საზედამხედველო მექანიზმს. კონვენციის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7, მე-12 და მე-13 ოქმები ითვალისწინებს მატერიალური უფლებების დაცვას. ბევრი მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ეფექტიან საერთაშორისო ხელშეკრულებად, რომელმაც დააარსა განვითარებული საერთაშორისო საზედამხედველო მექანიზმი. კონვენციის ასეთი შეფასება განპირობებულია არა იმ უფლებათა და თავისუფლებათა უნიკალურობით, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით, არამედ მათი უზრუნველყოფის საზედამხედველო მექანიზმით.
 +
 +
ევროპული კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელმაც განამტკიცა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და შექმნა მათ შესრულებაზე საზედამხედველო მექანიზმი.
 +
 +
ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების რატიფიცირების ამჟამინდელი მდგომარეობა [[საქართველო]]სთვის ასეთია:
 +
 +
:ა) ევროპული კონვენცია – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს;
 +
:ბ) 1-ლი ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს;
 +
:გ) მე-4 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს;
 +
:დ) მე-6 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს;
 +
:ე) მე-7 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს;
 +
:ვ) მე-12 ოქმი – ამჟამად არ არის ძალაში. საქართველომ მოახდინა მისი რატიფიცირების სიგელის დეპონირება 2001 წლის 15 ივნისს;
 +
:ზ) მე-13 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2003 წლის 1 სექტემბერს.
 +
 +
 +
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი ტერიტორიის კონტროლთან დაკავშირებული მდგომარეობა პრობლემურია. 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს მომხდარი მოვლენების გამო, ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამაჩაბლო (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) დე იურე საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, საქართველოს ხელისფლების დე ფაქტო კონტროლი არ ვრცელდება სამხედრო კონფლიქტების შედეგად შექმნილ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე. ამიტომ ეს ტერიტორიები რჩებიან საქართველოს მთავრობის დე ფაქტო კონტროლს, და შესაბამისად კონვენციის მოქმედების მიღმა. ცხადია, რომ არცერთი მათგანი არ არის ევროპული კონვენციის მონაწილე.
 +
 +
 +
 +
 +
 +
==წყარო==
 +
[[ძირითადი უფლებები: კომენტარი]]
 
[[კატეგორია:ადამიანის უფლებები]]
 
[[კატეგორია:ადამიანის უფლებები]]
 
[[კატეგორია:სამართლის ისტორია]]
 
[[კატეგორია:სამართლის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ადამიანის უფლებათა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ადამიანის უფლებათა ისტორია]]

20:43, 30 მარტი 2026-ის ვერსია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია - 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირველი აქტია, რომელიც სავალდებულო ძალას სძენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ უფლებებს.

იგი ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა შემუშავებული. ევროპული კონვენციის ავტორებმა მისი მიღებით განიზრახეს ისეთი საერთაშორისო მექანიზმის დაარსება, რომელიც არ დაუშვებდა დაუსჯელობას ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის, ტირანიასა და ტოტალიტარულ მმართველობას ევროპაში.

მისი ხელმოსაწერად გახსნა მოხდა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში, ძალაში კი 1953 წლის ნოემბერში შევიდა. ამჟამად კონვენციის მონაწილეა 46 სახელმწიფო, რომელთათვისაც იგი წარმოშობს იურიდიულ ვალდებულებებს.

ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები ადამიანის უფლებათა დაცვის უმთავრესი დოკუმენტებია ევროპაში. კონვენცია პირველი დოკუმენტია, რომელმაც პირის ინდივიდუალური საჩივრების საშუალებით უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით ჩამოაყალიბა ცალკეულ პირთა დაცვის მექანიზმი სახელმწიფოს გარეთ, საერთაშორისო დონეზე. კონვენციის უდიდეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს მოღვაწეობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენცია „ევროპული საჯარო წესრიგის საკონსტიტუციო დოკუმენტად“ დაახასიათა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად მიღებულია კონვენციის დამატებითი ოქმები. ამჟამად მიღებულია 13 ოქმი, რომლებიც ადგენენ როგორც მატერიალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ისე განამტკიცებენ ევროპული სასამართლოს საზედამხედველო მექანიზმს. კონვენციის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7, მე-12 და მე-13 ოქმები ითვალისწინებს მატერიალური უფლებების დაცვას. ბევრი მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ეფექტიან საერთაშორისო ხელშეკრულებად, რომელმაც დააარსა განვითარებული საერთაშორისო საზედამხედველო მექანიზმი. კონვენციის ასეთი შეფასება განპირობებულია არა იმ უფლებათა და თავისუფლებათა უნიკალურობით, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით, არამედ მათი უზრუნველყოფის საზედამხედველო მექანიზმით.

ევროპული კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელმაც განამტკიცა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და შექმნა მათ შესრულებაზე საზედამხედველო მექანიზმი.

ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების რატიფიცირების ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოსთვის ასეთია:

ა) ევროპული კონვენცია – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 20 მაისს;
ბ) 1-ლი ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს;
გ) მე-4 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს;
დ) მე-6 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს;
ე) მე-7 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს;
ვ) მე-12 ოქმი – ამჟამად არ არის ძალაში. საქართველომ მოახდინა მისი რატიფიცირების სიგელის დეპონირება 2001 წლის 15 ივნისს;
ზ) მე-13 ოქმი – საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2003 წლის 1 სექტემბერს.


როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი ტერიტორიის კონტროლთან დაკავშირებული მდგომარეობა პრობლემურია. 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელს მომხდარი მოვლენების გამო, ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამაჩაბლო (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) დე იურე საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, საქართველოს ხელისფლების დე ფაქტო კონტროლი არ ვრცელდება სამხედრო კონფლიქტების შედეგად შექმნილ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე. ამიტომ ეს ტერიტორიები რჩებიან საქართველოს მთავრობის დე ფაქტო კონტროლს, და შესაბამისად კონვენციის მოქმედების მიღმა. ცხადია, რომ არცერთი მათგანი არ არის ევროპული კონვენციის მონაწილე.



წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები