ნიკურაძე თამარ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თამარ ნიკურაძე“ გადაიტანა გვერდზე „ნიკურაძე თამარ“ გადამისამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პროზაიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პროზაიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ნიკურაძეები]] | [[კატეგორია:ნიკურაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:09, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
თამარ ნიკურაძე – პოეტი, პროზაიკოსი, დაიბადა 1978 წლის 1 ივნისს, ქალაქ ბათუმში. 1995 წელს დაასრულა №91 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე (ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა). 2000 წელს წარჩინებით დაასრულა უნივერსიტეტი და მოღვაწეობა დაიწყო ამავე უნივერსიტეტში ინგლისური ენის მოწვეულ მასწავლებლად. დამთავრებული აქვს დოქტორანტურა ფილოლოგიის განხრით.
2012 წელს დოროთეა პარკელის ფსევდონიმით გამოსცა პირველი ლექსების კრებული „Carpe Diem“.
იმავე წელს რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხში“.
2013 წელს გამოიცა ჰაიკუების კრებული „51 ჰაიკუ", რომელიც თაი ჰოკიარას ფსევდონიმითაა ცნობილი; 2013 წელს დააარსა „დოროთეა პარკელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს; 2016 წელს კიდევ რამდენიმე ჰაიკუ დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხში"; 2016 წელს მოთხრობა „სამი მარწყვი“ გამოქვეყნდა კრებულში „ინგას უბანი“; 2017 წელს ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდა პატარა რომანი „ციგრიტი“, რომელიც 2018 წელს ცალკე წიგნად გამოიცა. 2018 წელს „ციგრიტი“ ითარგმნა ინგლისურად.
2018 წელს თამარ ნიკურაძე გახდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; 2019 წელს – საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი.
2019 წელს მიიღო ილია მართლის პროზა-პოეზიის პრემია „ივერია“ ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი“.