აბაშიძე-თავდგირიძისა ლიუტიფიე ხანუმ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბაშიძე-თავდგირიძისა ლიუტიფიე ხანუმ ჰუსეინის ასული''' (1859 - 19??...) |
14:51, 3 აპრილი 2026-ის ვერსია
აბაშიძე-თავდგირიძისა ლიუტიფიე ხანუმ ჰუსეინის ასული (1859 - 19??) – ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული გრძნობის გამღვიძებელი პირველი მუსლიმანი ქალი. იყო შინაურულად აღზრდილი. თავის ძმებს – ზიასა და რიზას – ეროვნული გრძნობა გაუღვიძა, საქართველოს საკეთილდღეოდ აამუშავა და რევოლუციურ მუშაობაში ხელს უწყობდა. დაუღალავად მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდებისა და გაჭირვებულთა დასახმარებლად. თავისი ერთადერთი შვილი ბათუმის გიმნაზიაში აღზარდა, რომელიც დედის იმედს იძლეოდა, როგორც ქართველი მოღვაწე, მაგრამ უდროოდ გარდაიცვალა.