კორგანოვი გრიგოლ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]] | [[სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან]] | ||
[[კატეგორია: სომეხი გენერლები]] | [[კატეგორია: სომეხი გენერლები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია: კორგანოვები]] | [[კატეგორია: კორგანოვები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:51, 14 აპრილი 2026 მდგომარეობით
გრიგოლ გაბრიელის ძე კორგანოვი − (03.12.1844-07.07.1914), სომეხი გენერალ-მაიორი (15.03.1906). დაიბადა ტფილისში, გენერალ გაბრიელ კორგანოვის შვილია (1806-1879).
დაამთავრა ტფილისის სამხედრო გიმნაზია 1866 წელს და ჩააბარა საოფიცრო გამოცდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში 1868 წელს.
1872-1874 წლებში იმყოფებოდა თადარიგში.
1881-1892 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო სამმართველოს არტილერიის რემონტიორად.
1891-1892 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსის თანაშემწედ.
1892-1899 წლებში მსახურობდა ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსად.
1895 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1899-1906 წლებში იყო მივლინებული მთავარ საარტილერიო სამმართველოში.
1906-1914 წლებში იმყოფებოდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს განკარგულებაში.
1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა პერეიას ლავის დრაგუნთა პოლკს, შემდეგ ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკს.
1890-1910 წლებში იყო ტფილისის გუბერნიის ციხეების მზრუნველთა კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრ-დირექტორი
1902-1904 წლებში იყო ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოვანი.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III ხარ. (1885),
წმ.ანას III ხარ.(1893).
დაჯილდოებული იყო სპარსეთის „ლომისა და მზის“ III ხარ. (1873)