ათრახასისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
+
[[კატეგორია:შუამდინარული მითები]]
 
[[კატეგორია:აქადური მითები]]
 
[[კატეგორია:აქადური მითები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ეპითეტები]]
 
[[კატეგორია:ეპითეტები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიურ პერსონაჟთა ეპითეტები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიურ პერსონაჟთა ეპითეტები]]

13:22, 7 ივლისი 2017-ის ვერსია

ათრახასისი(აქად.) („ფართეყურიანი“, ანუ ვრცელაზროვანი), ბრძენ პერსონაჟთა საერთო ეპითეტი აქადურ ლიტერატურაში.

1) ასე იწოდება არწივის მართვე ეტანას მითოსში. იგი გონივრულ რჩევას აძლევს თავის მამას, აფრთხილებს მოსალოდნელი ხიფათისაგან; ათრახასისად წოდებული მართვე არწივის მეგობარ გველის მიერ არის გამოზრდილი და, შესაძლებელია, ამის გამო არის იგი ვრცელაზროვანი.
2) ათრახასისად იწოდება ერიდუს ტაძრის ქურუმი ადაპა.
3) ათრახასისის სახელს ატარებს წარღვნის გმირი შუმერელ ზიუსუდრასა და ბაბილონელ უთანაფიშთის ორეული ერთ აქადურ ეპოსში. ამ შემთხვევაში ეს ეპითეტი (თუ სახელი) დაკავშირებულია ენქისთან, რომელიც ანიჭებს თავის რჩეულ მოკვდავთ ვრცელ გონებასა და სიბრძნეს.

როდესაც ღმერთები გამრავლებული და ახმაურებული კაცობრიობის მოსასპობად სხვადასხვა სასჯელს უგზავნიან დედამიწას – შიმშილს, შავ ჭირს, მხეცებს და მახვილს, კაცობრიობისადმი კეთილად განწყობილი ღმერთი ენქი გასცემს ღმერთების საიდუმლოს, აფრთხილებს რა თავის რჩეულს ათრახასისს მოსალოდნელი უბედურების შესახებ. ეს ხდება ყოველი ათას ორასი წლის შემდეგ.

ათრახასისი, თავის მხრივ, აფრთხილებს ხალხს, რომელიც სათანადო ზომებს იღებს ტოტალური განადგურებისგან თავის ასაცილებლად. გაივლის ათას ორასი წელი და კვლავ ახალი სასჯელი დაატყდებათ თავს, რადგან კაცობრიობა არ იცვლის ზნეს – იგი კვლავ ხმაურობს და აწუხებს ცის ბინადართ. ბოლოს, კაცობრიობის პირწმინდად წარსახოცად მიწის პირიდან ღმერთები წარღვნის მოხდენას განიზრახავენ. ამჯერადაც ენქი სიზმრის საშუალებით გაანდობს საიდუმლოს ათრახასისს, რომელიც მისი რჩევით ხომალდს ააშენებს და ამგვარად გადაურჩება წარღვნის წყლებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები