ცარბათუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:შუამდინარული მითები]] | ||
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]] | [[კატეგორია:ბაბილონური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური მცენარეები]] | ||
14:51, 7 ივლისი 2017-ის ვერსია
ცარბათუ – (ბაბილონ.) „ტირიფი“ ან „ალვისხე“, ამ სახელწოდების ხე მონაწილეობს მითოსურ კონტექსტში, როგორც კოსმიური ხე, დურანქის ერთ-ერთი კერძო გამოვლენა.
ეტანას თქმულებაში ჩართული უძველესი არაკის მიხედვით, ცარბათუს შეკედლებია დაძმობილებული გველი და არწივი – ორი სხვადასხვა, ერთმანეთს დაპირისპირებული სკნელის არსება – და თავიანთი ბუნების შესატყვისად აქვთ ამორჩეული ადგილსამყოფელი ხის ვერტიკალზე: გველი, როგორც ხთონური არსება, იკალათებს ცარბათუს ფესვებში, ხოლო არწივი, ცის ბინადარი, – მის კენწეროზე იკეთებს ბუდეს. ცარბათუ მსჭვალავს სამყაროს სკნელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ დგას მის შუაგულში, განასახიერებს რა სამყაროს მოდელს. მისი შუმერული შესატყვისია ხალუბი (აგრეთვე მესი).