ისიქ-ქოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ისიქ-ქოლი''' – (ყირგიზ. Ысык-Көл — „ცხელი ტბა“), ტბა [[ყირგიზეთი|ყი...) |
18:28, 24 აპრილი 2026-ის ვერსია
ისიქ-ქოლი – (ყირგიზ. Ысык-Көл — „ცხელი ტბა“), ტბა ყირგიზეთში. მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ტიან-შანის ქედებს: ქუნგეი-ალათაუს და თერსქეი-ალათაუ ქედებს შორის, ზღვის დონიდან 1608 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 6238 კმ2 შეადგენს, მაქსიმალური სიღრმე – 702 მ. იგი შუა აზიის ტბებს შორის უდიდესია, მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი ტბაა. ჰავა ზომიერი კონტინენტურია, თბილი და მშრალი. რბილი ზამთარი და ტბის მარილიანობა ხელს უშლის მის გაყინვას.