შანშიევი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
1919 წლის მაისიდან მსახურობდა „მოხალისეთა არმიის“ მთავარსარდლის შტაბში.
 
1919 წლის მაისიდან მსახურობდა „მოხალისეთა არმიის“ მთავარსარდლის შტაბში.
  
1920 წლის 30 ოქტომბერს დატოვა ყირიმი და წავიდა [[ემიგრაცია]]ში.
+
1920 წლის 30 ოქტომბერს დატოვა [[ყირიმი]] და წავიდა [[ემიგრაცია]]ში.
  
 
1922-1924 წლებში ცხოვრობდა ქ.პაჩირში ([[სერბეთი]]) ძლიერ გაჭირვებაში და დაავადმყოფებული. მუშაობდა დარაჯად შაქრის ქარხანაში.
 
1922-1924 წლებში ცხოვრობდა ქ.პაჩირში ([[სერბეთი]]) ძლიერ გაჭირვებაში და დაავადმყოფებული. მუშაობდა დარაჯად შაქრის ქარხანაში.

მიმდინარე ცვლილება 23:03, 26 აპრილი 2026 მდგომარეობით

ნიკოლოზ შანშიევი

ნიკოლოზ შანშიას ძე შანშიევი − (24.01.1862-1933), სომეხი გენერალ-მაიორი (05.10.1913).

დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზიაში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1880 წელს. 1882 წელს დაამთავრა ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი და იმავე წლიდან მსახურობდა ლაიბ-გრენადერთა ერევნის მე-13 პოლკში. 9 წლის მანძილზე მეთაურობდა ასეულს.

1913 წლის 5 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. თავისი პოლკის შემადგენლობაში მიიღო აქტიური მონაწილეობა კავკასიის გრენადერთა დივიზიასთან ერთად აღმოსავლეთ პრუსიაში წარმოებულ ბრძოლებში, 1914 წლის სექტემბერ-ოქტომბერში (კერძოდ მეთაურობდა თავისი პოლკის მოქმედებებს ბრძოლაში განჩთან, 1914 წლის 21 სექტემბერს), ვარშავის მიმართულებით (1914 წლის ნოემბერში) და პრასნიშთან (1915 წლის მარტში).

1915 წლის 2 აპრილს დაინიშნა ლაიბ-გრენადერთა ერევნის მე-13 პოლკის მეთაურად.

1915-1917 წლებში მეთაურობდა ესტლიანდიის მე-8 ქვეით პოლკს.

1917 წლის 13 მარტს დაინიშნა 193-ე ქვეითი დივიზიის უფროსად. 1917 წლის ბოლოს იმყოფებოდა რუმინეთის ფრონტზე. 1917 წლის დეკემბერში ფრონტიდან პირდაპირ გაემგზავრა ტფილისში, სადაც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად 1918 წლის თებერვლამდე.

1919 წლის მაისიდან მსახურობდა „მოხალისეთა არმიის“ მთავარსარდლის შტაბში.

1920 წლის 30 ოქტომბერს დატოვა ყირიმი და წავიდა ემიგრაციაში.

1922-1924 წლებში ცხოვრობდა ქ.პაჩირში (სერბეთი) ძლიერ გაჭირვებაში და დაავადმყოფებული. მუშაობდა დარაჯად შაქრის ქარხანაში.

1933 წლის შემდგომი ბედი უცნობია.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის II ხარ. (1906).
წმ. ანას II (1907), (მახვილები - 1916).
წმ. ვლადიმერის IV (1912), III (1915).

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები