ანდაბი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ქართული მითები]] | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
[[კატეგორია:ქვესკნელი]] | [[კატეგორია:ქვესკნელი]] | ||
13:28, 10 ივლისი 2017-ის ვერსია
ანდაბი || ანდაფი – ხევსურული საგვარეულო სასაფლაოს უმცირესი სტრუქტურული დანაყოფი – უახლოესი ნათესაური გაერთიანების – მამების – სასაფლაო ადგილი. ანდაბთა გაერთიანება შედარებით მსხვილი ნათესაური ერთეულის, ე. წ. ძირის, სასაფლაოს ქმნის, ხოლო ამ უკანასკნელთა გაერთიანება – საგვარეულო სასაფლაოს.
ხევსურული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, საიქიოში გარდაცვლილ ახლო ნათესავთა საერთო სამკვიდროდაც ანდაბი ითვლება. ხევსურული სახელდების ყველა ტექსტში ნათქვამია: „საცა შენ სულ მაიჴსენების (იტყვიან მკვდრის სახელს – ნ. ა.), შენ საცა ხარ, შენ ანდაბ ას“, ან კიდევ: „სადაც შენ ხარ გიგიავ, შენ სამყოფოი ას შენ ანდაფი“. ამ შეხედულებებს კარგად ასახავს საიქიოს გახილვის მაგალითები, სადაც აღწერილია, თუ როგორ მიჰყავდათ გარდაცვლილ ნათესავთა სულებს – მგებრებს – ახალსული მის ანდაბში.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017