არღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არღ-ი''' ''(აბაზ. Аргъ)'' – ნადირობისა და ომის ღმერთი აბაზურ მითოლ...) |
15:37, 12 ივლისი 2017-ის ვერსია
არღ-ი (აბაზ. Аргъ) – ნადირობისა და ომის ღმერთი აბაზურ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავდათ თეთრ ცხენზე ამხედრებული და თეთრ ნაბადმოსხმული ბრგე მამაკაცის სახით. მასზე მონადირეები ნადირობამდე და ნადირობის შემდეგ ლოცულობდნენ, სწირავდნენ მოკლული ნადირის გულ-ღვიძლს. აბაზთა რწმენით, საბრძოლველად მიმავალ ლაშქარს წინ არღი მიუძღოდა.
ლიტერატურა
- Тугов В. Б. Память и мудрость веков. Фольклор абазин: Жанры, темы, образы, поэтика. Карачаевск, 2002;
- Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017