ხადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხადა''' – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი არაგვის ხეობის ზემო ...)

14:49, 8 ივნისი 2026-ის ვერსია

ხადა – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი არაგვის ხეობის ზემო წელში, მთიულეთის ყველაზე მაღალმთიან ნაწილში. ხადას თემს ეკავა თეთრი არაგვის სათავეები ქვეშეთამდე.

ხადის ხეობა ნეოლითის ხანიდან ყოფილა დასახლებული: აქედან მოყოლებული იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში. გადმოცემით, მთიულეთი გახლდათ საქართველოს ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანი, სადაც ქრისტიანობა ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს უქადაგია. XIII ს. დასაწყისში ხადელები აქტიურად მონაწილეობდნენ თამარ მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფხოველთა და დიდოელთა დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში, რაც მათი მხრიდან პროგრესიულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. XIII საუკუნის დასასრულს, ხადის ხეობა არაერთხელ იქნა მოოხრებული მონღოლთა დამსჯელი ჯარის მიერ, XIV საუკუნის დასაწყისში ხადა, ისევე როგორც მთლიანად მთიულეთი, ქსნისა და არაგვის ერისთავთა ბრძოლის ასპარეზად გადაიქცა. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის ,„ძეგლი ერისთავთას“ ცნობით: ჯერ მარტო შალვა ქვენიფნეველს, რომელიც არაგველებზე შურისძიების გრძნობით ყოფილა განმსჭვალული, ერთი კვირის განმავლობაში ხადაში აუღია და დაუქცევია 25 ციხე: „შალვა დადგა ხადას და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე და დაარღვია და მას ერთსა კვრიასა დაარღვია ციხე ოცდახუთი“.


მოგვიანებით, ხადა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყებაში, რომელიც ანტიკოლონიურ და ანტიბატონყმურ ხასიათს ატარებდა. პირველი შეტაკებები მთავრობის ჯარებთან ხადაში, კაიშაურთან მომხდარა.

ჯ. გვასალია ხადას წილკანთან აიგივებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ტერმინი ხადა მთას, მთიან რეგიონს უნდა ნიშნავდეს·.

ხადის ხეობა კოშკების სიმრავლით გამოირჩევა. ვახუშტი აქ 60 კოშკსა და მეფეთა სასახლეს ასახელებს, „სვანეთის შემდეგ საქართველოში არსად არის შემჩნეული ასე მცირე ტერიტორიაზე კოშკების ასეთი სიმრავლე“. ეს კი ხადის ხეობის ისტორიულ ღირებულებაზე კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს. ოდითგანვე „საქართველოს სამეფოს თავდაცვის საქმეში მთას დიდი პოლიტიკურ-სტრატეგიული. მნიშვნელობა ენიჭებოდა“.

ხადაში შემორჩენილია მატერიალური კულტურის ძეგლები, მათ შორის ქოროღლის ეკლესია, ცეცხლისჯვრის ციხე, ლომისის ეკლესია, ღუდის მონასტერი.. ეს ეკლესია-მონასტრები მთიელთა საერთო სალოცავებია.


წყარო

სოფელი მიდელაანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები