ალხაზიშვილი შალვა
(ახალი გვერდი: მარჯვნივ '''ალხაზიშვილი შალვა ილიას ძე''' (27...) |
|||
| ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
19. რუსული პოეზიის ანთოლოგია // მნათობი – 1948. – № 8. | 19. რუსული პოეზიის ანთოლოგია // მნათობი – 1948. – № 8. | ||
| − | ==მის შესახებ== | + | ==მის შესახებ== |
1. ჭიჭინაძე, კ. ჩემი პასუხი // მნათობი. – 1949. – №3. – გვ. 189-193. | 1. ჭიჭინაძე, კ. ჩემი პასუხი // მნათობი. – 1949. – №3. – გვ. 189-193. | ||
13:17, 15 ივნისი 2026-ის ვერსია
ალხაზიშვილი შალვა ილიას ძე (27 მარტი, 1899 – 19 ივნისი, 1980) – მწერალი, სცენარისტი, კინოდრამატურგი, ხელოვნების კრიტიკოსი და ჟურნალისტი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1917 წელს დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია. 1918 წლიდან ახალქალაქსა და თბილისში მასწავლებლობდა. 1921 წლიდან, 5 წელი მუშაობდა კულტ-მუშაკად ჯერ წითელი არმიის, შემდეგ პროფკავშირის ხაზით; 1928-1934 წწ. იყო საქართველოს სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების თანამშრომელი; 1935 წლიდან – საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის დრამსექციის პ/ მგ. მდივანი; სანახაობათა და რეპერტუარის კონტროლის მთავარ სამმართველოში – ინსპექტორი, შემდეგ გამგე; 1938-1941 წწ. – ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების“ ლიტერატურული მუშაკი; 1941-1945 წწ. – კინომრეწველობის რედაქტორ-კონსულტანტი; 1945 წლიდან – საქართველოს სარეპერტუარო კომიტეტის პოლიტრედაქტორი თეატრისა და დრამატურგიის დარგში.
შალვა ალხაზიშვილი ლიტერატურულ ასპარეზზე 1924 წელს გამოვიდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ქართველი მწერლების მემარცხენე ფრონტში. ამავე დროს დაიბეჭდა მისი ლექსები და კრიტიკულ-თეორიული წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ჟურნ. „მემარცხენეობა“ და „ლიტერატურა და სხვა“). მისი სცენარების მიხედვით დაიდგა კინოსურათები: „საბა“ (1929) და „საკანი № 79“ (1930).
შალვა ალხაზიშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი წერილი და რეცენზია ხელოვნების, მეტადრე კინოს, თეატრისა და მხატვრობის შესახებ.
გამოქვეყნებულია
1. თეატრალურ-დემოკრატიული ხელოვნება რუსეთში // მნათობი. – 1924. – № 5. – გვ. 167-179;
2. ლიტერატურული საქართველო. – 1933. – № 13;
3. ალექსანდრე მრევლიშვილი // დროშა. – 1934;
4. საქართველოს სახვითი ხელოვნება დღევანდელ ეტაპზე // მნათობი. – 1934. – № 5-6. – გვ. 231-252;
5. „ტრუბადური“ ტფილისის ოპერაში // საბჭოთა ხელოვნება. – 1935. – № 5. – გვ. 74;
6. ფრანსუა რაბლე // საბჭოთა ხელოვნება. – 1938. – № 1. – გვ. 87-88;
7. მიქელ-ანჯელოს ქანდაკებანი // საბჭოთა ხელოვნება. – 1939. – № 2. – გვ. 48–54;
8. შევჩენკო, როგორც მხატვარი // საბჭოთა ხელოვნება. – 1939. – № 3. – გვ. 33-38;
9. შექსპირის მსახიობები // საბჭოთა ხელოვნება. – 1939. – № 4. – გვ. 31-40; № 5. – გვ. 37-44;
10. გიგო გაბაშვილის რეალიზმი // საბჭოთა ხელოვნება. – 1940. – № 4. – გვ. 25-31;
11. სტალინი სახვით ხელოვნებაში // საბჭოთა ხელოვნება. – 1940. – № 1. – გვ. 7-17;
12. შექსპირი // საბჭოთა ხელოვნება. – 1941. – № 4;
13. თანამედროვე და ისტორიული თემა ლიტერატურაში // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – № 14;
14. ილია რეპინი და ივანე თარხნიშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – № 27;
15. ნიკოლოზ შენგელაია // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – № 11;
16. ბრძოლა სურათისათვის // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 15;
17. ქართული საბჭოთა ხელოვნება // მნათობი. – 1947. – № 11. – გვ. 186-218;
18. ქართული ფერწერა საქართველოს ხელოვნების გამოფენაზე // მნათობი. – 1947. – № 5. – გვ. 160-189;
19. რუსული პოეზიის ანთოლოგია // მნათობი – 1948. – № 8.
მის შესახებ
1. ჭიჭინაძე, კ. ჩემი პასუხი // მნათობი. – 1949. – №3. – გვ. 189-193.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ავტობიოგრაფია;
2. ზემოთხსენებული ჟურნალ-გაზეთები;
3. ბელოვი, პ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხელოვნება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1950. – № 9;
4. გოგოძე, კარლო. ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ.: 3, 5, 65, 102, 113, 137, 263, 264, 278.