ენესკუ ჯორჯე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯორჯე ენესკუ“ გადაიტანა გვერდზე „ენესკუ ჯორჯე“ გადამისამართე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუმინელი კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:მევიოლინეები]] | [[კატეგორია:მევიოლინეები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუმინელი მევიოლინეები]] | ||
[[კატეგორია:დირიჟორები]] | [[კატეგორია:დირიჟორები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუმინელი დირიჟორები]] | ||
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუმინელი პიანისტები]] | ||
11:03, 7 აგვისტო 2017-ის ვერსია
ენესკუ ჯორჯე - (რუმ. George Enescu 19. VIII. 1881, ლივენია, ჩრდ. მოლდოვა, ამჟამინდელი ჯორჯე ენესკუ, – 4. V. 1955, პარიზი), რუმინელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რუმინეთის აკადემიის აკადემიკოსი (1932), რუმინული ეროვნული მუსიკალური სკოლის ფუძემდებელი.
განათლება მიიღო ვენისა და პარიზის კონსერვატორიაში. 1907-იდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას, უმთავრესად, როგორც მევიოლინე, აგრეთვე დირიჟორი და პიანისტი. ენესკუ ერთ-ერთ პირველი რუმინელი კომპოზიტორია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მის შემოქმედებაში შერწყმულია ეროვნულ-ხალხური სტილისტიკა და მუსიკის რომანტიზმისა და იმპრესიონიზმის ტრადიციები. ძირითადი ნაწარმოებია: ოპერა „ოიდიპოსი“ (1932), 3 სიმფონია (1905-1919), 3 სიუიტა, 2 „რუმინული რაფსოდია“, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოები. გამოდიოდა მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან (ბ. ბარტოკი, ე. იზაი, პ. კასალსი, ა. კორტო) ანსამბლში. მისი მოწაფე იყო ი. მენუჰინი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")