ანლვალ ბერთენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:რიტუალები]] | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
| − | [[კატეგორია:კავკასიური | + | [[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]] |
| − | [[კატეგორია:ბაგვალური | + | [[კატეგორია:ბაგვალური რიტუალები]] |
17:21, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია
ანლვალ ბერთენ-ი (ბაგვ. Анлъвалъ бертен – „ცხვართა ქორწილი“) – ცხვრის ნერბვის ბაგვალური დღეობა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად წინასწარ ემზადებოდნენ: ყიდულობდნენ ხილს, ამზადებდნენ ტკბილეულს, ბოზას, კლავდნენ ცხვარს და სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ; საღამოს ბავშვები აწყობდნენ საწესო მსვლელობას იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც საერთო ფარა ჰყავდათ და აგროვებდნენ კაკალსა და ჩირს თავიანთთვის, ხოლო ხორცსა და ყველს – მწყემსთათვის; საჩუქრის მიღებისას ოჯახს დალოცავდნენ: „ღმერთმა მოგცეთ ისეთი დიდდუმიანები ბატკნები, რომ ზიდვა გაგძნელებოდეთ“.
ლიტერატურა
- Булатова А. Г. Традиционные праздники и обряды народов Горного Дагестана в XIX – начале XX века. Махачкала, 1988.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017