ლემზირ ქორა
(ახალი გვერდი: '''ლემზირ ქორა''' - (სვან.), სახლის მფარველის სახელზე შესაწირი კვ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:სვანური რიტუალები]] | [[კატეგორია:სვანური რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:სარიტუალო პური]] | [[კატეგორია:სარიტუალო პური]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული რიტუალები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:06, 9 აგვისტო 2017 მდგომარეობით
ლემზირ ქორა - (სვან.), სახლის მფარველის სახელზე შესაწირი კვერი.
ამ რიტუალის შესრულების დროს ქალების მიერ ორი სახის შესაწირი პური ცხვებოდა. ერთი - სახლში მყოფთათვის („ქორა მერდესათვის“), სახლის კედელში ჩასადებად, ხოლო მეორე - კერა ლემზირ - კერიის კვერი, კერიის ფეხებთან შესაწირად.
ქორა მერდესათვის განკუთვნილი ლემზირი პატარა იყო და მას კოკორალ-ს უწოდებდნენ. პურის მცხობელი ქალი (მერბიელი) პატარა კვერს წაიღებდა სახლის კუთხეში დატანებულ ხვრელთან,რომელიც ქვით იყო დახურული და აქ ევედრებოდა ქორა მეზირ-ს ოჯახის ბედსა და ბარაქას და ძროხების წველადობის გადიდებას, შედებდა შიგ ლემზირს და ისევ დახურავდა ქვით, იმ რწმენით, რომ ქორა მუზები ანუ სახლის მჭამელი აუცილებლად შეჭამდა მას.
მეორე ლემზირ-ს კერიასთან შეავედრებდა დაჩოქილი მერბიელ-ი. კერიას წინა მარჯვენა ფეხის გარშემო სამჯერ შემოავლებდა და თან ევედრებოდა, რაც შეიძლება ხმადაბლა, ოჯახის ბარაქისა და ძროხების წველადობის გადიდებაზე. ამ ლემზირს მხოლოდ ქალები შეექცეოდნენ.