ამირანაშვილი მედეა
(→იხილე აგრეთვე) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:ამირანაშვილები]] | [[კატეგორია:ამირანაშვილები]] | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
− |
12:14, 16 აგვისტო 2017-ის ვერსია
ამირანაშვილი მედეა - (10. IX. 1930, თბილისი), ქართველი მომღერალი (სოპრანო). საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტი.
ამირანაშვილმა 1954 წ. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ს. ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“). ამის შემდეგ იგი ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ლელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ტატიანა (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ბატერფლაი, მიმი (პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“, „ბოჰემა“), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის „ტრუბადური“, „ტრავიატა“), ელზა (ვაგნერის „ლოენგრინი“) და სხვ.
თბილისის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1981), ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1991-იდან), მ. გლინკას სახელობის კონკურსის (1962, მოსკოვი), „მადამ ბატერფლაის“ საერთაშორისო კონკურსის (ოსაკა, 1970) და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია (1971). გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. ამირანაშვილის ხელოვნებამ ფართო აღიარება მოიპოვა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")