სომხური კათოლიკური ეკლესია
(ახალი გვერდი: '''სომხური კათოლიკური ეკლესია''' - მისი სახელწოდებაა „სომეხთა ...) |
14:23, 31 აგვისტო 2017-ის ვერსია
სომხური კათოლიკური ეკლესია - მისი სახელწოდებაა „სომეხთა კათოლიკური საპატრიარქო კილიკიაში“ (Pariarchatus Ciliciae Armenorum). დამოუკიდებელ ეკლესიად იგი 1740 წლის 26 ნოემბერს ალეპოში გამოცხადდა. კათოლიკური საპატრიარქო ემორჩილება რომის პაპს. მისი რეზიდენცია მდებარეობს ბეირუთში. სომეხ კათოლიკეებს თავისი სამწყსოები აქვთ სომხეთში, ლიბანში (კათალიკოს-პატრიარქი), სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, თურქეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, აშშ-ში სამხრეთ ამერიკაში. 1991 წელს ჩამოყალიბდა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკური თემი ცენტრით გიუმრიში.
ევროპის სომეხმა კათოლიკეებმა დიდი როლი ითამაშეს სომხური კულტურისა და არმენოლოგიური მეცნიერებების განვითარების საქმეში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ ვენეციისა (სანლაზაროს აკადემია კუნძულ სანლაზაროზე) და ვენის მხითარისტთა (მხითარ სებასტიელის მიმდევრები) კონგრეგაციებს. მხითარისტთა გამოჩენილ მეცნიერებს შორის შეიძლება დასახელდნენ მ. ჩამჩიანი, ლ. ინჭიჭიანი, ლ. ალიშანი, ნ. აკინიანი და სხვები. მხითარისტთა კონგრეგაციების მნიშვნელოვანი არმენოლოგიური პერიოდული ორგანოები იყო და დღემდე არის სანლაზაროს აკადემიაში „ბაზმავეპი“ (არსებობს 1843 წლიდან) და ვენაში „ჰანდეს ამსორეა“ (არსებობს 1897 წლიდან).
წყარო
პაპუაშვილი, ნუგზარ, მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002. - 232გვ.