ახალსამოციქულო ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახალსამოციქულო ეკლესია''' - დაარსების თარიღი 1832 წელია. ამ დრო...)

10:17, 4 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ახალსამოციქულო ეკლესია - დაარსების თარიღი 1832 წელია. ამ დროს ინგლისში - ოლბანსა და ლონდონში - თანამორწმუნეთა რამდენიმე ჯგუფი შეიკრიბა და მოციქულები აირჩიეს. ასე შეიქმნა ახალი დენომინაცია, რომელიც, მისი მესვეურების რწმენით, სინამდვილეში სხვა არა არის რა, თუ არა პირველმოციქულთა მოძღვრებისა და პრაქტიკის განახლება და აღდგენა. მაშასადამე, „ახალსამოციქულო ეკლესიას“ სამოციქულო ტრადიციის ყველაზე სრულყოფილად ფლობის პრეტენზია აქვს.

„ახალმა მოციქულებმა“ XIX ს-ის შუა წლებში ეკლესიები გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩამოაყალიბეს. მათი ასპარეზი მალე მსოფლიო მასშტაბით განივრცო და ეს ეკლესია დღეს რვა მილიონამდე წევრს ითვლის. იგი დაყოფილია სამოციქულოებად, სამოციქულოები - ოლქებად, ოლქები- თემებად ანუ სამრევლოებად. მსოფლიო ახალსამოციქულო ეკლესიას სათავეში მთავარმოციქული უდგას. მას მოციქულები ექვემდებარებიან, მოციქულებს - ეპისკოპოსები, ეპისკოპოსებს - მღვდლები, დიაკვნები, მნათეები, ევანგელისტები და მქადაგებლები. ეკლესიებთან საკვირაო სკოლები მოქმედებს.

ახალსამოციქულო ეკლესიის არსებითი ნიშანი მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინია. აქ, დანარჩენი პროტესტანტული მიმდინარეობებისაგან განსხვავებით, შენარჩუნებულია სამი საიდუმლო - ნათლისღება, კონფირმაცია (სულიწმიდის აღბეჭდვა ანუ იგივე მირონცხება) და ზიარება. ახალმოციქულები ნათლავენ ბავშვებს და მიცვალებულთათვისაც ლოცულობენ, ე.ი. პანაშვიდებს იხდიან.

ახალმოციქულთა პირველი თემი საქართველოში, თბილისში, 1994 წელს დაარსდა მოციქულ ბერნდ კლიპერტის მისიონერული მოღვაწეობის შედეგად. ბ.კლიპერტი ეროვნებით გერმანელია. ამიტომ „ქართველ ახალმოციქულთა“ დიდი ნაწილი ქართველი გერმანელები არიან. თბილისში ორი ეკლესია არსებობს (ავლაბარსა და საბურთალოზე). ანალოგიური ეკლესიებია ბათუმში, ქუთაისში, ახმეტასა და ზოგ სხვა რაიონში.

ახალსამოციქულო ეკლესია საქართველოში 700-მდე წევრს აერთიანებს.


წყარო

პაპუაშვილი, ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები