წინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წინდები '''წინდა''' - ფეხსამოსი. ქსოვენ მატყლ...)

16:38, 23 მარტი 2016-ის ვერსია

წინდები

წინდა - ფეხსამოსი. ქსოვენ მატყლის, ბამბის, ყაჭისა (იხ.) და აბრეშუმის ძაფისაგან. წინდა ორი სახისაა: მაღალყელიანი (მუხლამდე, ზოგჯერ მუხლსაც ფარავდა, და დაბალყელიანი (წვივს ფარავდა). მაღალყელიან წინდას მხოლოდ ქალები ხმარობდნენ, დაბალყელიანს კი - ქალიცა და კაციც. ძირითადად იცოდნენ „თეთრი“ და „ჭრელი“ წინდების ქსოვა. ახალგაზრდის წინდა მეტად მრავალფერადი და რთულსახიანი იყო, ვიდრე ხანშიშესულისა. ერთმანეთისაგან განირჩეოდა საქორწინო-სამგლოვიარო და საშინაო-საგარეო წინდებიც.

ლიტერატურა

ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხ. წესები კახეთში, 1985. გ.კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები