მატრალიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მატრალიები“ გადაიტანა გვერდზე „მატრალია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მატრალია“ გადაიტანა გვერდზე „მატრალიები“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 12:44, 15 სექტემბერი 2017 მდგომარეობით
მატრალიები - რომში ახალშობილთა მფარველი ღვთაება მატუტას პატივსადებად ივნისის თვეში იმართებოდა ზეიმი, სახელწოდებით „მატრალია“ (მატრალიები). მის მონაწილე ქალებს ხელში ეკავათ დისშვილები. მონებს მატრალიებზე არ უშვებდნენ.
როგორც ჩანს, მატუტას კულტი აღმოცენდა ჯგუფური ქორწინების ხანაში, როდესაც ოჯახში ერთად ზრდიდნენ ბავშვებს. მოგვიანებით მატუტას დაუკავშირეს ინო-ლევკოთეა, ალბათ იმიტომ, რომ მან აღზარდა თავისი დის, სემელეს შვილი დიონისე.