იაფეტი
(→წყარო) |
(→იაფეტის შთამომავლობა) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
====იაფეტის შთამომავლობა==== | ====იაფეტის შთამომავლობა==== | ||
| − | '''იაფეტის ძენი:''' გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. | + | '''იაფეტის ძენი:''' [[გომერი]], მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. |
'''გომერის ძენი:''' აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. | '''გომერის ძენი:''' აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. | ||
16:30, 15 სექტემბერი 2017-ის ვერსია
იაფეტი - ძველი აღთქმის პერსონაჟი. ნოეს ერთ-ერთი ვაჟი.
ნოეს ძე - „ქამი იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. სემმა - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს.
თვითონ სიტყვა „იაფეტი“ ნიშნავს „გავრცელებას“. სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27).
იაფეტის შთამომავლობა
იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში“ (დაბ. 10. 2-5).
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002