ავარიული შუქები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ავარიული შუქები''' - ორი წითელი შუქი, რომელიც ანთებულია მართ...) |
16:51, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ავარიული შუქები - ორი წითელი შუქი, რომელიც ანთებულია მართვადაკარგული ხომალდის ანძაზე ან სხვა გამოსაჩენ ადგილზე. განლაგებულია ერთმანეთის თავზე 1,8 მ-ის დაშორებით, ამასთან ქვედა-ხომალდის (გემის) კორპუსიდან დაშორებულია 4,3 მ-ით. სინათლის ძალა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩანდეს არანაკლებ 2 მილის (3,7 კმ) მანძილზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.