ავიასადესანტო ტანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ავიასადესანტო ტანკი -''' მთლიანად შეჯავშნული მრავალმიზნობ...)

17:08, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ავიასადესანტო ტანკი - მთლიანად შეჯავშნული მრავალმიზნობრივი საბრძოლო მანქანა (მსუბუქი ტანკი). ახასიათებს კარგი გამავლობა. განკუთვნილია საჰაერო-სადესანტო ჯარების შემადგენლობაში მოქმედებისათვის (აშშ, დიდი ბრიტანეთი და უცხოეთის სხვა სახელმწიფოები); ზოგჯერ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებშიც იყენებენ, როგორც სადაზვერვო ტანკს.

თანამედროვე ავიასადესანტო ტანკს შეუძლია მოწინააღმდეგის ჯავშნიანი საბრძოლო ტექნიკის დაზიანება, ცოცხალი ძალისა და საცეცხლე საშუალებათა განადგურება. იგი აღჭურვილია წრიულად მბრუნავ კოშკში მოთავსებული ზარბაზნითა და ტყვიამფრქვევით. დესანტის გადმოსხმის რაიონში ავიასადესანტო ტანკი გააქვთ საჰაერო ტრანსპორტით და გადმოტვირთავენ ავიასადესანტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მსგავსად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები