გიუდიურიუბიი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გჲუდჲურჲუ / გჲუდჲურჲუბიჲ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Гюдюрю/Гюдюрюбий – „ბატო...) |
13:29, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
გჲუდჲურჲუ / გჲუდჲურჲუბიჲ (ბალყ.-ყარაჩ. Гюдюрю/Гюдюрюбий – „ბატონი გჲუდჲურჲუ“) – ყანების მფარველი სული (сабанкъачы) ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ჰყავს დედა – ქსოვისა და ხალიჩების წარმოების მფარველი ოზაჲჩი, რომლის სახელი გჲუდჲურჲუს სადიდებელი სიმღერის დასაწყისში იხსენიება. გვიან შემოდგომაზე ბავშვები კარდაკარ შემდეგი სიმღერით დადიოდნენ:
- ოჲ, გჲუდჲურჲუ, გჲუდჲურჲუ,
- გუასან-გუასან, გუასან-გუასან —
- გჲუდჲურჲუ!
- გჲუდჲურჲუბიჲ ვიცანით,
- მის სახლში ვიყავით და ვიცანით,
- საჩუქარს ითხოვს თქვენგან,
- ჩვენგან კი ქერს ითხოვს.
- ივარცხნის ლამაზ თმებს,
- თავის დედასთან – ოზაჲჩისთან მიდის.
- თუ ქერს მოგვცეთ, უარს არ ვიტყვით,
- მას ჩვენ ართმაყში ჩავყრით,
- მისგან ლუდს მოვხარშავთ,
- დაულეს სადიდებლად მინდორში დავრჩებით.
- ხარის კისერზე კუნელია (გათვალვის საწინააღმდეგოდ),
- ვინც იტყვის: გჲუდჲურჲუ,
- მას ერთი კათხა ლუდი,
- გჲუდჲურჲუ, გჲუდჲურჲუ,
- გუასან-გუასან, გუასან-გუასან,
- მიდი გუასან, წადი გუასან,
- ვინც ღვეზელას მოგვცემს,
- დე, გამხიარულდეს,
- ვინც არ გვაძლევს,
- დე, მისი ყანა გახმეს.
ტექსტში, გჲუდჲურჲუსთან და დედამისთან ერთად, ნახსენებია სხვა მფარველი სულები, კერძოდ, მიწისა და მიწათმოქმედების – დაულე, მეწველი ძროხის – გაუასანი, და ხბოების – გუსანი.
ლიტერატურა
- Карачаевцы и Балкарцы: язык, этнография, археология, фольклор. М., 2001;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.