ბირკავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ბირკავა '''ბირკავა''' – (Agrimonia eupatoria L.); ოჯახი: ვარდისე...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ვარდისებრნი]] | [[კატეგორია:ვარდისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
16:21, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბირკავა – (Agrimonia eupatoria L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-100 სმ სიმაღლის, მსხვილი, მეტწილად მოკლე. ღერო მარტივია ან მცირდ დატოტვილი. ფოთლები რთულია, წყვეტილკენტფრთისებური. ყვავილედი თავთავისებური მტევანია, გრძელი – 10-30 სმ სიგრძის; ყვავილები მოკლეყუნწიანია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მეჩხერ ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, ნათესებში, ტყის მდელოებსა და ბალახოვან ფერდობებზე, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახავა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.