ცხვირისატეხელა
(ახალი გვერდი: ცხვირისატეხელა '''ცხვირისატეხელა''' – (Adonis aestival...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბაიასებრნი]] | [[კატეგორია:ბაიასებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] | ||
16:35, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ცხვირისატეხელა – (Adonis aestivalis L.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). ერთწლიანი მცენარეა, ღერო მარტივია ან დატოტვილი, 20-50 სმ სიმაღლის. შიშველი ან ქვედა ნაწილში შებუსული. ფოთოლი ღია მწვანე ფერისაა, ორად ან სამად გაყოფილი ხაზურ ნაკვთებად. ფესვთანური და ქვედა ფოთლები მოკლეყუნწიანია, ოვალური და მოგრძო-კვერცხისებური ფირფიტით. ყვავილი აგურისფერ-წითელია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. IV-V. კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მშრალ, ღია ფერდობებზე და ნათესებში. ხშირია დედოფლისწყაროს მიდამოებში, სარეველაა. საქართველოში გავრცელებულია შიდა და ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.