ანდორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანდორა''' ''(Andorra – ანდორის სამთავრო)'' – პატარა სახელმწიფო სამხრ...)

12:16, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ანდორა (Andorra – ანდორის სამთავრო) – პატარა სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი 465 კმ2, მოსახლეობა შეადგენს 84 ათ. კაცს (2012). ოფიციალური ენა – კატალონიური, ასევე მასთან ერთად თანაბარი უფლებებით გამოიყენება ფრანგული და ესპანური. დედაქალაქი – ქ. ანდორა-ლა-ვიეხა. ადმინისტრაციული დაყოფა – 7 რაიონი (parroquia). ანდორა პარლამენტური სამთავროა. სახელმწიფოს კონსტიტუციური მეთაურია საფრანგეთის პრეზიდენტი და ურხელის (ესპანეთი) ეპისკოპოსი. შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი. შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები