ანგოლა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანგოლა“ გადაიტანა გვერდზე „ანგოლის რესპუბლიკა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანგოლის რესპუბლიკა“ გადაიტანა გვერდზე „ანგოლა“ გადამისამართ...) |
12:34, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ანგოლა - (Angola – ანგოლის რესპუბლიკა) – სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი 1246,7 ათ. კმ2. მოსახლეობა შეადგენს 18 მლნ. კაცს (2012), მოსახლეობის 98% დასავლეთ ბანტუს და კონგოს ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ოფიციალური ენა – პორტუგალიური. დედაქალაქი – ქ. ლუანდა. ადმინისტრაციული დაყოფა – 18 პროვინცია. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ნაციონალური ასამბლეა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა 1975 წლის 11 ნოემბერს. ანგოლა ეკონომიკურად სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ძირითადია სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (ნავთობი, ალმასი, რკინის მადანი და სხვა) და სოფლის მეურნეობა.
საზღვაო პორტები: კაბინდა, ლობიტუ, ლუანდა. შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა არის 109 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 100 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 7 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები – 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017