პირიმზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პირიმზე '''პირიმზე''' - (Diphelypea coccinea [M. Bieb.] Nikolson); ოჯახი: შა...)

16:31, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

პირიმზე


პირიმზე - (Diphelypea coccinea [M. Bieb.] Nikolson); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 30 სმ სიმაღლის პარაზიტული მცენარეა, აქვს მრავალი მუქი წითელი ღერო, და ჯირკვლოვანი შებუსვა. ღრუ, რომელიც 3-6 მმ სისქისაა, თანაბრადაა ქერცლებით შემოსილი. ქერცლები კვერცხისებური და მოგრძო ფორმისაა, სხვადასხვა სიგრძის, ნახევრად ღერომხვევი. გვირგვინი ფართო, მოხრილი მილითაა. გვირგვინი გარედან ყვითელია, შიგნიდან – კაშკაშა წითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. კახეთში ეს მცენარე გავრცელებულია მთის ქვედა სარტყლის ტყეებში, ბალახოვან ფერდობებზე, მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში, მუხნარ ტყეში. საქართველოში არცთუ ისე ხშირია – პარაზიტობს სხვადასხვა მექნიანი მცენარის სახეობებზე (კახეთში დაფიქსირდა მისი პარაზიტობა ღვიაზე, უზანზე, თამელზე და სხვ.).



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები