ჭალაფშატა
(ახალი გვერდი: ჭალაფშატა '''ჭალაფშატა''' – (Elaeagnus angustifolia L.); ოჯახი: ფშ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:WalafSata.jpg|thumb|ჭალაფშატა]] |
17:31, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ჭალაფშატა – (Elaeagnus angustifolia L.); ოჯახი: ფშატისებრნი (Elaeagnaceae). 4-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან ხეა, უეკლო ან ეკლიანი, ქერქი მოწითალო–მურა ფერისაა. ნორჩი ტოტები მოვერცხლისფრო ქეჩისებური შებუსვითაა. ფოთლები ორივე მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა მხრიდან მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა მხრიდან – მონაცრისფრო მწვანე, ფორმით – ლანცეტა ან ხაზური. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი. ყვ. IV-V; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. კახეთში არცთუ ისე ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯში, თელავის მიდამოებში. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.