მარწყვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მარწყვი '''მარწყვი''' - (Fragaria vesca L.); ოჯახი: ვარდისებრ...)

11:15, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

მარწყვი


მარწყვი - (Fragaria vesca L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 5-20 სმ. ფესვთანური ფოთოლი გრძელყუნწიანია, სამფოთოლაკიანი, შებუსული, კენწრული ფოთოლაკი მოკლეყუნწიანია, რომბის ფორმის. გვერდითი ფოთლები მჯდომარეა, კვერ– ცხისებური. ფოთოლაკები დაკბილულია, ყვავილის ყუნწი გრძელია, მჭიდროდ მიკრული ბეწვით შემოსილი. გვირგვინი თეთრია, ნაყოფი – კაშკაშა წითელი. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზდება ტყეებში, ტყისპირა მიდამოებში, ბუჩქნარებში, ველობებზე დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები