ასაგაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ასაგაი''' – რკინისპირიანი სატყორცნი შუბი, დაახლოებით 2 მ. სიგ...) |
13:01, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ასაგაი – რკინისპირიანი სატყორცნი შუბი, დაახლოებით 2 მ. სიგრძისა. მრავალი აფრიკული ტომის (ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის ბანტუს) სანადირო და საბრძოლო იარაღი. XIX საუკუნის I ნახევარში ზულუს ტომების ბელადებმა ჩაკამ და დინგაანმა თავიანთ ჯარში საბრძოლო იარაღად გამოიყენეს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017