იტალიური ომები 1494-1559

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იტალიური ომები 1494-1559''' - ომები საფრანგეთს, ესპანეთსა და „საღვ...)

13:51, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

იტალიური ომები 1494-1559 - ომები საფრანგეთს, ესპანეთსა და „საღვთო რომის იმპერიას“ შორის (ზოგი სხვა სახელმწიფოს მონაწილეობით) იტალიაში ბატონობისათვის.

დასრულდა კატო-კამბრეზის ზავით (1559), რომლის მიხედვით საფრანგეთი უარს ამბობდა იტალიაზე; იტალიის დიდ ნაწილში ესპანეთი გაბატონდა.

იტალიურ ომში პირველად იქნა ფართოდ გამოყენებული გაუმჯობესებული ცეცხლსასროლი იარაღი (მუშკეტები, ბრინჯაოს ზარბაზნები ბორბლებიან ლაფეტებზე), არტილერია საველე ბრძოლებში, ქალაქების ალყისა და თავდაცვის დროს, ციხე-სიმაგრეების ბლოკადა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები