ასაფეთქებელი პაკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ასაფეთქებელი პაკეტი''' – საარტილერიო ჭურვის, ნაღმის და [[ყ...) |
15:33, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ასაფეთქებელი პაკეტი – საარტილერიო ჭურვის, ნაღმის და ყუმბარის იმიტაციის საშუალება. შედგება წყალგაუმტარ გარსში მოთავსებული საკვამლე დენთის (30–80 გრ) მუხტისა და ცეცხლგამტარი ზონრისგან. ამოქმედების დრო – ზონრის ცეცხლწაკიდებიდან 7–9 წმ., უსაფრთხო ტყორცნის მანძილი – 10 მ-ზე მეტი, ხმის გაგონება და კვამლის დანახვა შეიძლება 2 კმ-მდე მანძილზე. პაკეტის შენახვა და გამოყენება მოითხოვს უსაფრთხოების ზომებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017