ცხრატყავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ცხრატყავა '''ცხრატყავა''' – (Lonicera iberica M. Bieb.); ოჯახი: ც...)

12:14, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ცხრატყავა


ცხრატყავა – (Lonicera iberica M. Bieb.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). 0.5-2 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი სწორად მდგომი ბუჩქია, მაგარი, გაფარჩხული ტოტებით. ნორჩი ყლორტები შებუსული და ჯირკვლოვანია. ფოთლები კვერცხისებურია ან მომრგვალო-კვერცხისებური. ფოთლის ფირფიტა ზედა მხრიდან მუქი მწვანეა, ქვედა მხრიდან – ღია, ორივე მხარეს შებუსული. ყვავილები იღლიურია, განლაგებულია წყვილ-წყვილად. შეფერილობით მოყვითალო თეთრია. ყვ. V-VI; ნაყ. VII-X. მცენარე გავრცელებულია მშრალ, მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. ცნობილიააღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები