ანგოლა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ანგოლა''' - ''(Angola – ანგოლის რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. | + | '''ანგოლა''' - ''(Angola – ანგოლის რესპუბლიკა)'' – სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება [[ატლანტის ოკეანე]]. |
'''ფართობი''' - 1246,7 ათ. კმ2. | '''ფართობი''' - 1246,7 ათ. კმ2. | ||
16:48, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ანგოლა - (Angola – ანგოლის რესპუბლიკა) – სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.
ფართობი - 1246,7 ათ. კმ2.
მოსახლეობა - შეადგენს 18 მლნ. კაცს (2012), მოსახლეობის 98% დასავლეთ ბანტუს და კონგოს ჯგუფის წარმომადგენლები არიან.
ოფიციალური ენა – პორტუგალიური.
დედაქალაქი – ქ. ლუანდა.
ადმინისტრაციული დაყოფა – 18 პროვინცია.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ნაციონალური ასამბლეა.
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა 1975 წლის 11 ნოემბერს. ანგოლა ეკონომიკურად სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ძირითადია სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (ნავთობი, ალმასი, რკინის მადანი და სხვა) და სოფლის მეურნეობა.
საზღვაო პორტები: კაბინდა, ლობიტუ, ლუანდა.
შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა არის 109 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 100 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 7 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები – 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017