ბუერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ბუერა '''ბუერა''' – (Petasites albus [L.] Gaertn); ოჯახი: [[რთულყვავი...) |
12:28, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბუერა – (Petasites albus [L.] Gaertn); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია. ფირფიტა მომრგვალო-გულისებურია, ზედა მხარე შიშველია ან ხორკლიანი ბეწვით შემოსილი. ქვედა მხარე ლეგაა სქლად შებუსვის გამო. ფოთლები კიდეებზე ამოკვეთილ-მსხვილკბილებიანია. დაყვავილების შემდეგ ფოთლები დიდ ზომებს აღწევს. ყვავილები თეთრია ან ოდნავ მოყვითალო. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტენიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.