შავი ფიჭვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: შავი ფიჭვი '''შავი ფიჭვი''' – (Pinus kochiana Klotzsch ex. K. Koch = Pinus syl...)

12:53, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

შავი ფიჭვი


შავი ფიჭვი – (Pinus kochiana Klotzsch ex. K. Koch = Pinus sylvestris var hamata Steven); ოჯახი: ფიჭვისებრნი (Pinaceae). 3-15 მ სიმაღლის ხეა. ვარჯი მომრგვალებულია, ტოტები ზემოთ არის მიმართული. წიწვები მწვანეა, 2.5-7 სმ სიგრძის, ხეშეში, ნემსისებურად დაბოლოებული. გირჩები 2-5 სმ სიგრძისაა, კვერცხისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე, მარტოული ან რამდენიმე, ერთად განლაგებული. ყვ. IV-V; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ქმნის ტყეებს. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, ტყის შემქმნელი წამყვანი ხემცენარეა. საქართველოში ცნობილია აჭარასა და თრიალეთში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები