მსხალიჭა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მსხალიჭა '''მსხალიჭა''' - (Pyrola minor L.); ოჯახი: Pyrolaceae. მრავ...) |
15:20, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
მსხალიჭა - (Pyrola minor L.); ოჯახი: Pyrolaceae. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მკვრივი, ფართო, ელიფსური ფორმის ფოთლები ღეროს ძირშია თავმოყრილი, კიდეებზე დაშორიშორებულკბილა. ყვავილედი მჭირდო მტევანია, გვირგვინი თითქმის სფეროსებურია, თავდახრილი. ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. VII-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია თელავისა და სოფელ ომალოს მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.